150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ და ჩვენი ხალხის ძალა მთელმა მსოფლიომ ნახა – ღარიბაშვილი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” შემაჯამებელ აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი იმყოფებოდა.

მისი თქმით, გუშინ გამოჩნდა ქართველი ხალხის ძალა, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.

„დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment