“ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მარათონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არ არის ერთი ან ორი კვირის პერიოდის, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.