ნიკა მელია: არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება 30 ოქტომბერს – არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში, მთავარია ძალიან ბევრი მივიდეთ, რომ იმ გაყალბების მასშტაბებს დავუპირისპიროთ მაღალი გამოცხადება – ამის შესახებ ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეების პარტიულ აქციებზე ძალით წაყვანა უნდა დასრულდეს.

„არაფერი იმალება, პატარა ქალაქია თბილისი, ეს მოგონილი სპეკულაციები ხომ არ არის, რომ ძალით მიიყვანეს ადამიანები გუშინდელ აქციაზე, ნაწილმა მათგანმა არც კი იცოდა სად მიდიოდა. ეს ყველაფერიც უნდა დამთავრდეს, მრავალფეროვნებას შეუძლია ერთ საათში აღმოფხვრას ეს პრობლემა, რომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ აკადროს ვერასოდეს ვერცერთ საჯარო მოხელეს, რომ „მერე რა რომ მე არ მემხრობი, წამოდი ახლა ჩემთან ერთად აქციაზე – ამაზე რომ საუბარი გვიწევს, ჯერ კიდევ ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადავჭრათ

You may also like

Leave a Comment