213
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმას მისცა კახა კალაძეს.
“რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს, იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს კახი მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ კიდეც მის გამარჯვებაში” – განაცხადა კუჭავამ.