ირაკლი კობახიძე – არჩევანი არის ძალაინ მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე პოლიტიკურ ძალას შორის”

by ნინო გიგიშვილი
0 comment

„დღეს არჩევანი არის ძალაინ მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე პოლიტიკურ ძალას შორის” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძემ თბილისის გავითარებაშთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა აქვს, ნიკა მელიამ კი წლების განმავლობაში “თავი ხულიგნობით გამოიჩინა”

” ერთიმხრივ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას. მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას.

თბილისში არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით არ გამოუჩენია თავი წლების მანძილზე, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც ოთხი წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და რომელსაც აქვს თბილისის განვითარებაზე ძალიან კონკრეტული ხედვა მომავალი ოთხი წლისთვის, ამიტომ მგონია არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც”

 

You may also like

Leave a Comment