„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი არ არის. ეს არჩევნები იყო, ბოლო ცხრა წლის მანძილზე ყველაზე ცუდი არჩევნები” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა დაფიქრება არჩევნებში ფულისა და ადმინისტრაციული რესურსის როლზე.
” მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა, მე მოვიხადე ეს ვალდებულება და ხმა მივეცი საქართველოსთვის!. საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომელმაც პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც მოგეხსენებათ, დღეს თერთმეტ მაჟორიტარს და ერთ მერობის კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე. მე მინდა თითოეულ მოქალაქეს მოცემული ხმისთვის გადავუხადო მადლობა.“
კითხვაზე, საქართველოსთვის არის კახა კალაძე თუ ნიკა მელია გიორგი გახარიამ უპასუხა:
„საქართველოსთვის, რა არის იცით?! როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია ვიდრე ტვითონ. გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე რა თქმა უნდა ხმას ვაძლევ საქართველოსთვის!“