“არჩევნები, ეს არის მართლაც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსი, ხოლო ქართველი ხალხი, ეს არის ქვაკუთხედი ქართული დემოკრატიის” – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე, სადაც თავად იმყოფებოდა, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველჰყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი, იმაზე თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული, იქნება ეს სამუშაო ადგილი, გზები, ჯანდაცვა თუ სხვადასხვა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული კოვიდის მიმართულებით.
არჩევნები, ეს არის მართლაც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსი, ხოლო ქართველი ხალხი, ეს არის ქვაკუთხედი ქართული დემოკრატიის“ – განაცხადა კენი დეგნანმა.