ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხმას ქვეყნის სტაბილურობას მისცემს

by მარიამ მებონია
0 comment

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებასა და პოლარიზაციას, რაც დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის.

„ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, პირველ რიგში სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი, საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა, ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებასა და პოლარიზაციას, რაც დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს. ეს არის ჩემი სურვილი და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ და მჯერა, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. მინდა, ყველას მოვუწოდო აქტიურობისკენ. ჩვენს ამომრჩევლებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა  ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment