ნიკა მელია – თბილისში გამარჯვების შემდეგ, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიცია არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის

by ნინო გიგიშვილი
0 comment

” ყველაფერს აკეთებს თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს  ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას” – ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მრავალფეროვნება იქნება იმის გარანტია, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

„არ მინდა ქედმაღლურად ჟღერდეს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა ასე იქცევა დღეს  თბილისში და არა მარტო თბილისში, ხმას აძლევს კონკურენციას, ხმას აძლევს მრავალფეროვნებას, ხმას აძლევს ცვლილებას, ხმას აძლევს შეჯიბრებითობას და ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებს თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს  ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა და გვინდა ნამდვილად, რა თქმა უნდა, ვიყოთ დიდი ღირსეული წევრი ევროპული ოჯახისა, დიახაც ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ უღიმღამო, პირქუშ მმართველობას უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის. ამიტომ, მე დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება უბნებზე 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. თქვენ იცით, რომ წესი მეორე ტურებში ტრადიციულად ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი, რისი მოლოდინით მქონდა. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ. სასიხარულოა, რომ არის ისტორიული ფაქტი, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ თბილისი უკეთესობისაკენ, შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი და გარანტია იმისა, რომ ადამიანების უფლებების სტანდარტი იქნება დაცული. მე ხმა მივეცი ასევე ძალიან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციურ მმართველობას, მივეცი ხმა იმას, რომ არც ერთი ბავშვი, თბილისელი არ შიმშილობდეს სკოლაში და უფასო კვება იყოს უზრუნველყოფილი სკოლებში. დიახ, მე ხმა მივეცი იმას, რომ ყველა თბილისელ პენსიონერს ჰქონდეს 100 ლარიანი საპენსიო დანამატი, მე მივეცი ხმა იმას, რომ ყველაზე საუკეთესო თბილისელი სტუდენტი დაფინანდეს თბილისის მერიის მიერ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. დიახაც მე ხმა მივეცი იმას, რომ ვერცერთი ხელისუფალი, ვერცერთი გამგებელი, ვერცერთი მერი და ვერცერთი მერის მოადგილე ხვალინდელი დღიდან ვერ ბედავდეს, რომ ახალგაზრდა ადამიანს უნგრევდეს ცხოვრებას და დარაჯად და ყარაულად აყენებდეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და გომელაურის სამინისტროსთან. ერთი სიტყვით, ჰაერში მართლაც ტრიალებს ამ დღეების მანძილზე გამარჯვების სურნელი. მე ვფიქრობ, იმას რაზეც ახლა ვსაუბრობ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება. მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მე მესმის, აქვთ გარკვეული შიშები ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილიში, ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან და თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს და საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზე.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

You may also like

Leave a Comment