მამუკა მდინარაძე – დღის განმავლობაში გვჭირდება სრული მობილიზება , რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ

by მარიამ მებონია
0 comment

„პოლარიზაციის წყარო დღეს დამარცხდება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების  სრული მობილიზების შემთხვევაში, 20-ვე საარჩევნო ოლქში გამარჯვება გარანტირებულია.

„მივმართავ ჩვენს ამომრჩეველს, დაუშვებელია რომ სადმე დავდოთ რისკი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე გამარჯვება მოიპოვოს, ამიტომ დღის განმავლობაში გვჭირდება სრული მობილიზება იმისთვის, რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ.

როგორც ჩანს, მათ ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვთ, ასე ამოარჩიეს იმიტომ,  რომ პროვოკატორების რესურსი სხვაგან იმდენი არ აქვთ, რომ ამ მასშტაბის პროვოკაციული ფონი შექმნან. წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფომ ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხისა“ ,- განაცხადა  მდინარაძემ.

 

You may also like

Leave a Comment