„მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რათა საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი არ ჩაიწეროს.
„კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე, ქართველების იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არცეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, აი, ამის მტკიცება რომ არ მოგვიხდეს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და მე მიმაჩნია, როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მეოთხეს და განსაკუთრებით ქალბატონ პრეზიდენტს, ამ საკითხის ამ ჭრილში დაინტერესება მართებს“ ,- განაცხადა მარგველაშვილმა.