გლდანის N84-ე სარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეწყდა. მიზეზი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გახდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
N84-ე საარჩევო უბნიდან „დროას“ ორი დამკვირვებელი გააძევეს. ერთ-ერთი გაძავებულის, კახაბერ ალადაშვლის თქმით, მას პროვოკატორები კახი კალაძემ მიუგზავნა.
„დროას“ დამკვირვებლის, თამარ კაკაბაძის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი უბანზე პროვოკაციის მოწყობას და ოპოზიციის დამკვირვებლების გამოწვევას ცდილობდნენ.
“დილიდან ქართული ოცნების აქტივისტები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი იყვნენ შემოსული უბანზე, ცდილობდნენ ოპოზიციის დამკვირვებლების გამოწვევას. ჩვენ არ ვყვებოდით ამ პროვოკაციებს, გარკვეული რეპლიკები ჰქონდათ. მაგალითად, კახა ალადაშვილის გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ მან დაჟინებული მზერით შეხედა ერთ-ერთ ამომრჩეველს.
შაკო კუჭაშვილმა დაიწყო უბანზე ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი, ღრიალი. ამის შემდეგ კომისიამ უყარა კენჭი და ჩვენს ორ დამკვირვბებელს დაატოვებინეს უბანი”, – ამბობს “დროას” დამკვირვებელი თამარ კაკაბაძე.
უბანზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.