მეორე ტურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. წინასწარი გამოკითხვა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით 4 დიდ ქალაქში (ზუგდიდის გარდა) ჩატარდა, ხოლო “მთავარმა არხმა” 5-ვე დიდი თვითმართველი ქალაქის შედეგები გამოაქვეყნა.
“იმედის” მონაცემებით, ყველა ქალაქში იმარჯვებენ სამთავრობო კანდიდატები, ხოლო “მთავარის” მონაცემებით – ოპოზიციის.
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბის” მიერ ჩატარებული კვლევა:
თბილისი:
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%;
ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%;
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%;
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,8%;
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2 %.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით გამოკითხვა შეასრულა კომპანია “ანოვამ”:
თბილისი
ნიკა მელია – 51%
კახა კალაძე – 49%
ზუგდიდი
ანზორ მელია – 53%
მამუკა წოწერია – 47%
ბათუმი
გიორგი კირთაძე – 51%
არჩილ ჩიქოვანი – 49%
რუსთავი
დავით კირკიტაძე – 53%
ნინო ლაცაბიძე – 47%
ქუთაისი
ხატია დეკანოიძე – 53%
იოსებ ხახალეიშვილი – 47%