ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურში კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,6 % მიიღო, ნიკანორ მელიამ – 44,4%.
სხვა თვითმმართველ ქალაქებში ხმები ასე გადანაწილდა.
რუსთავი
ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 53,72%, დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 46,28%
ფოთი
ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) – 57,35 %, გიორგი უგულავა (ნაციონალური მოძრაობა)- 42,65 %
ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) -51 .01%, გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 48.98%
ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი – 51,64%, ხატია დეკაინოიძე- 48,35%.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურში მონაწილეობა იმ კანდიდატებმა მიიღეს, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, თუმცა დადგენილი 50%-იანი ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მიიღებს.