“ხელისუფლებამ ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება” – ექსპერზიდენტი მიხეულ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
“მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლებამ, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.
რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმყოვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე.” – წერს ექსპრეზიდენტი.
მისივე განმარტებით, საზოგადოებამ უნდობლობა უნდა გამოუცხადოს ხელისუფლებას და სომხეთის მაგალითის მსგავსად, მოითხოვოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილი 30 სექტემბერს დააკავეს და იგი უკვე 32-ე დღეა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.