“პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული.”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი მის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილში საუბრობს. ექსპერზიდენტი “ლელოს” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას უწონებს და პროტესტის ნიშნად, მსგავსი ნაბიჯების გადადმისკენ სხვებსაც მოუწოდებს.
“ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენ ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” დატოვონ საკუთარ თავთან მარტო”- წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წერილში.