228
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 136-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში 48 901 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 5 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ კორონავირუსის 726 941 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 3 369 ადამიანი, ჯამში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 982 593 აცრა.