პაატა იმნაძე – აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია – ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში

by oninfo.ge
0 comment

„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი – პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  განაცხადა. მისი თქმით, თუ აცრა ასეთი ტემპით გაგრძელდება, პანდემიის დამარცხება ვერ მოხერხდება.

„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან“,- აღნიშნა იმნაძემ.

You may also like

Leave a Comment