კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, თუ ვნახავთ ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ინფიცირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გარდაცვალება გვაქვს და ყველა ეს აუცრელი ადამიანია. სახელმწიფომ ყველანაირად იზრუნა იმისთვის, რომ ვაქცინები მოემარაგებინა, შემოეტანა და ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ ავიცრათ, ესაა ყველაზე კარგი საშუალება, რომ სიკვდილისგან გვიხსნას. ყველა, მთელი ევროპული ქვეყნები იცრება და აქაც, მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა” – განაცხადა კალაძემ.

 

You may also like

Leave a Comment