171
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 340 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 544, კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 757 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 743 511 -მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 681 919 შეადგინა.
უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 62 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 063 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 995 150 აცრა.