ეს იყო ადამიანურად მონახულება- ელენე ხოშტარია კახა კუჭავას ვიზიტზე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა და მის მდგომარეობას გაეცნო.

“ეს იყო ადამიანურად მონახულება”- განაცხადა ხოშტარიამ ამ ვიზიტის შესახებ და დასძინა, რომ საუბარი არ ყოფილა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ან გამოსავლის ძიებაზე.

“რა თქმა უნდა, მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია.” – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მესამე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს და მისი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

You may also like

Leave a Comment