149
“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ.”- წერს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ამით იგი გამოეხმაურა მოსამართლეების ნაწილის გაემიჯვნას კოლეგების წერილსგან, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკას ეხმაურება.
“ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ.
ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის.”- წერს სააკაშვილი.