მთავარი არხის ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა, რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო.
“მე პირადად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ყველა ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენია საქართველო. თუკი ჩვენ დავუშვით ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანონ არსად და მოკლან ის რუსთავის ციხეში, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც ყველას რითიც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით”.- ამბობს გიგლა თუმანიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბუნტს მოაწყობენ.