სახლინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება მოხდა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

მარტვილში, სახლინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ, დაპირისპირება მოხდა. მრევლი  მეუფე სტეფანის გადადგომას ითხოვს.

ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გუშინ, სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. 15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.

You may also like

Leave a Comment