211
“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ” – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ჩიდრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და ის იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს.
„ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით. იხეილ სააკაშვილს მუდმივად მეთვალყურეობს ექიმთა კონსილიუმი. ამ ეტაპზე სტაციონარს არ საჭიროებს. “- განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა