გლდანის ციხეში სამედიცინო ინვენტარი მიიტანეს, ადგილზე ასევე მობილიზებული წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს.

​ასევე
, გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს.​ ადგილზე მობილიზებულნი არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ადგილზე ასევე ბევრი რაოდენობის პოლიციელია.

​მიხეილ
სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.

You may also like

Leave a Comment