რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

by ქეთი ბაჭველაშვილი
1 comment

​მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განცხადა.

მისი თქმით, საკითხს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, მან მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში, საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას.

You may also like

1 comment

Leave a Comment