უკრაინის საგარეო უწყება – “მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში” 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და ასევე იმით, რომ უკრაინული მხარეს არ აქვს ინფორმაცია” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინული მხარე ითხოვს სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას. უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინული მხარისგან ოფიციალური ნოტაც მიიღო.

“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტაც გაეგზავნა. ჩვენი აზრით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ კონტროლს“- წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცადებაში.

You may also like

Leave a Comment