150
ამ წუთებში გლდანის ციხესთან ხმაურია. ადგილზე მივიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაში თავის დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად შესვლას ითხოვს.
ხმაური გამოიწვია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გვარამიას ციხეში არ შეშვებას. პოლიციის წარმომადგენლებსა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. გვარამია უფლებამოსილ პირებთან შეხვედრას ითხოვდა. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს არ მოინახულებს, ადგილის დატოვებას მანამ არ აპირებს