ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 საათიან მონიტორინგს გაუწევენ

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მონიტორინგს გაუწევენ.

აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა. მედპერსონალმა შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

ჩიმაკაძემ დღეს მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა. მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“პაციენტის მონიტორინგის მიზნით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 – საათიან რეჟიმში პარლამენტში იმორიგევებენ. ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო, მობილიზებულები ვართ. მედიკამენტები არ შეგვითავაზებია, ამ მომენტისთვის არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას” – განაცხადა  ჩიმაკაძე.

ელენე ხოშტარია დღეს შეუძლოდ გახდა. პარლამენტის შენობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორჯერ გამოიძახეს.

You may also like

Leave a Comment