„მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე აქვს დაზიანებები, ვიზუალურად მეც ვერაფერი შევატყვე“ – ნინო ლომჯარია

by oninfo.ge
0 comment

„ექსპრეზიდენტის თქმით, მან იცოდა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და ამიტომ დათანხმდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.  მისივე თქმით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით  არანაირი დოკუმენტი არაა.

“სააკაშვილის ინფორმაციით, შედგა კონსილიუმი და მას ზეპირად უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. ვიყავით მე-12 დაწესებულებაშიც, თუმცა იქ ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არაა.

ექსპრეზიდენტის თქმით,  გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ მას მანქანიდან გადმოსვლა არ სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა ძალით გადმოიყვანეს და მე-18 დაწესებულებაშიც ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

რაც შეეხება დაზიანებებს, ექსრეზიდენტმა უარი განაცხადა ექიმის მიერ სხეულის დათვალიერებაზე. არც მას დაუდასტურებია, რომ სხეულზე რაიმე დაზიანება აქვს, ვიზუალურად მეც ვერაფერი შევატყვე”,- აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიას თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში არის გარკვეული სახის სამედიცინო აპარატურა, თუმცა კატე დაუმონტაჟებელია, ხოლო მრტ-სა და კათეტერების აპარატები საერთოდ არაა.

კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და ამბობენ, რომ ის მალე დამონტაჟდება. ადგილზე ახლა არ არის მრტ-ს  და კათეტერის აპარატები“ – განაცხადა ლომჯარიამ.

You may also like

Leave a Comment