210
მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა. აღნიშნულ ქმედებას პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას ნიკა მელიასა და სამართალდამცველებს შორისაც.
დაძაბულობა პოლიციის მოთხოვნამაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ისინი გარკვეული ადგილიდან აქციის მონაწილეების გადასვლას ითხოვდნენ.
ვითარება ამ ეტაპზეც დაძაბულია.