გია ვოლსკი – ნაცმოძრაობის დროს გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო ქცეული, სიტყვიერი შეურაცხყოფა ამის მემილიონედი დანაშაულია 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული, რასაც უამრავი ადამიანი დაადასტურებს. ის აფორიაქება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მემილიონედი იმ დანაშაულების, რაც ციხეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სისტემა პატიმარს არ უთანხმებს, რა უნდა გააკეთოს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ გადაყვანა შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა. პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც სააკაშვილია, ჯერ დათანხმდე, ხოლო შემდეგ თანხმობა გამოიყენო, რათა დაძაბულობის ახალი კერა შექმნა. დღემდე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი კამერიდან გაყვანა მოიგონა, რადგან ჯერ თქვა, გაიყვანეს და შემდეგ ამბავი ატეხა“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

You may also like

Leave a Comment