თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურა შუამდგომლობას ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხის არსებობით ასაბუთებდა.
აკო ჭელიძის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების პოზიცია არ დააფიქსირა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო გიორგი კავილაძის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ პროკურატურის პოზიცია არის აზრს მოკლებული და დაუსაბუთებელი. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებენ.
ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი 7 ოქტომბერს დააკავეს.