ვგმობ, არ ვეთანხმები და გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა ამაზე – ამ კომენტარით ელენე ხოშტარია გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, შვილებს მშობლების პასუხისმგებლობა არანაირი ფორმით არ უნდა ეხებოდეს.
„თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყველას ვთხოვ მოვუწოდებ, რომ ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში “ოცნებამ” შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია, ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ვგმობ, არ ვეთანხმები და გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა ამაზე. ყველა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ არსებობს ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, თეა წულუკიანით დამთავრებული, არ არსებობს ვინმე, ვის ჯანმრთელობასაც მინდა რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს, აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე, ამიტომ არაფრით შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება“ – განაცხადა ხოშტარიამ.
გიგი უგულავამ იმ პირის მიმართ, ვინც სავარაუდოდ მიხელ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა: „ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი”,