157
“41 დღეა კაცი შიმშილობს და მულტიფუნქციური კლინიკის ნაცვლად, მულტიფუნქციურ ჯოჯოხეთში გადაიყვანეს” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
მისი თქმით, სააკაშვილის უსაფრთხოება თავად პენიტენციურმა სისტემამ დააყენა საფრთხის ქვეშ.
“რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკი? მოშიმშილე ადამიანს რომ იატაკზე ათრევ თმებით, ძალით რომ ცდილობ ინიექციის გაკეთებას, იტაცებ ერთი ლოკაციიდან მეორეზე, ატრიალებ ქუჩაში, არ იცი სად წაიყვანო, რადგან გადაწყვეტილებას არ იღებ, რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი. 41 დღეა კაცი შიმშილობს და მულტიფუნქციური კლინიკის ნაცვლად, მულტიფუნქციურ ჯოჯოხეთში გადაიყვანეს.” – განაცხადა ხერხეულიძემ.