“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, როდესაც ნამდვილად ვერ ივლის. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროცესი ჩაცხრება და ხალხი გატყდება. ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის პროცესის კრიტიკულად დამძიმებას” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროცესიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რითაც სასმართლოს მიერ მომდევნო სხდომის 29 ნოემბერს ჩანიშვნა შეაფასა.
მისი თქმით, სასამართლოს მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებოდა სხდომას არანაირი ფორმით. ბასილაის განმარტებითვე მოსამართლე აკეთებდა იმას, რასაც პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობდა.
“სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუსის მონაჭორზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლო პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატებმა სხდომა დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დასრულებამდე დატოვეს. ადვოკატები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში მიეყვანათ, შემდგომ კი მისი ონლაინჩართვა მოითხოვეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს.