სტრასბუტგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო თათბირზე განაცხადა რომ, ადვოკატთა გუნდმა სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა მიხეილ სააკაშვილის საქმე და წინასწარი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება იყოს მკაცრად დაცული.

ასევე ადვოკატების თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა, თუმცა არ ნიშნავს ეს ვალდებულებას და ამის შესახებ მსჯავრდებული ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაიზიარებს თუ არა მოწოდებას. გვარამიას თქმით ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ სააკაშვილი რეალურად შიმშილობს.

You may also like

Leave a Comment