საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 563 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 771 381-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 705 312 შეადგინა.
უკანასკნელ დღე-ღამეში კოვიდით დაინფიცირებული 77 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 356 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 2 025 47 აცრა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 54 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 864, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 1 291.