202
10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ოც მათგანს ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა, აქციის სამ მონაწილეს კი ექვს დღიანი პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის ბლოკირებას, რაზეც სამართალდამცავებმა მოახდინეს რეაგირება.