435
“ჩვენი ქვეყანა მანკიერი გლობალისტური ელიტების გეგმებს არ უნდა შევწიროთ. ეს ელიტები მანიაკალურ-შიზოფრენიული სინდრომით დაავადებული ავადმყოფებისგან შედგება. სამწუხაროდ, უზარმაზარი ძალაუფლება, საოცარი ტექნოლოგიები მანიაკებმა ჩაიგდეს ხელში,”- ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ვაქცინაციაზე საუბრისას აცხადებს.
,,ჩვენს თვალწინ გლობალური ციფრულ-ეპიდემიოლოგიური დიქტატურის აბსურდის თეატრი თამაშდება. ეს რა თქმა უნდა, მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მათ უკან დგანან ძალები, რომლებიც ფლობენ მსოფლიო ფინანსებს, ტელევიზიებს, სოციალურ ქსელებს, ფარმაკოლოგიას… შესაბამისად, მათია სისტემა-ინკუბატორი, რომელშიც ზრდიან მორჩილ პოლიტიკურ მოღვაწეებს. ეს გლობალური ძალა ისეთ ზემოქმედებას ახდენს ლოკალურ მთავრობებზე, რომ ისინი დგანან სმენზე და მორჩილად ასრულებენ აბსურდულ მითითებებს. მონობას არა აქვს საზღვარი, ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ამ სისულელეს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ გლობალური ძალის ზემოქმედების ბერკეტები. ისინი ხელისუფლებას ეუბნენიან, თქვენ არ გააკეთებთ, აგერ გვყავს ოპოზიცია! ოპოზიცა კი გააკეთებდა საკონცენტრაციო ბანაკს, დაიწყებდა დაჭერებს და როგორც ეძახდნენ სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურას”, ასე შეარქმევდნენ “ვაქცინაციის ჩირაღდანს”. ჩვენ სცილასა და ქარიბდას შორის ვართ და ეს რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. ქვეყანაზე ზემოქმედება მიმდინარეობს, ფინანსური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ომი ადამიანობის წინააღმდეგ. გვეუბნებიან ვიცხოვროთ ამ მავნებლურ აბსურდებში. საუბარია ბავშვების აცრაზეც, ბავშვები ექსპერიმენტულ ვირთხებად უნდა ვაქციოთ, რომ ჩვენ არ დავვაავადდეთ. ამას რომ თავზე გახვევენ და პროტესტი არ გიჩნდება, ეს არის სწორედ აცრა, ოღონდ სულიერი. ეპიდემიოლოგიის და ვირუსოლოგიის მამებმა განაცხადეს, რომ აცრა ეპიდემიის დროს არის დაუშვებელი, რადგან გამოიწვევს ვირუსის მუტაციის გენომის ზრდას ან მუტაციის სიჩქარის ზრდას. ისინი წერდნენ, რომ ეს არის დანაშაული და მივიღეთ ზუსტად ის, რასაც წერდნენ. ახლა გამოდიან უსირცხვილოდ, ვითომ ეს საერთოდაც არ გაუგონიათ. ეს აბსურდის თეატრი უნდა დავამთავროთ, საქმე მივიყვანოთ იქამდე, რომ ამ ყველაფერს ხალხში ძალა არ ჰქონდეს. თუ ხალხში ძალა არ ექნება, ვეღარ განხორციელდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მოვლენების შემდგომი განვითარების საფრთხეების შესახებ, რასაც ემსახურება მათი სცენარი. ჩვენი ქვეყანა მანკიერი გლობალისტური ელიტების გეგმებს არ უნდა შევწიროთ. ეს ელიტები მანიაკალურ-შიზოფრენიული სინდრომით დაავადებული ავადმყოფებისგან შედგება. სამწუხაროდ, უზარმაზარი ძალაუფლება, საოცარი ტექნოლოგიები მანიაკებმა ჩაიგდეს ხელში. ვიმოქმედოთ ჭკვიანურად, რათა გადავრჩეთ. “- აცხადებს სოსო მანჯავიძე სტუდია “სალტეს” ეთერში.