ნიკოლოზ ყიფშიძე-“ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და  როგორ უნდა მოველოდოთ რაიმე კარგ შედეგს?!”

by ნინო გიგიშვილი
0 comment

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებში  გვიან ღამით, სამ საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს. ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგრძნობლადაა გაუარესებული. აქვს მაღალი წნევა, რაც საშიშია მისი ჯანმრთელობისათვის. ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, შეუძლებელია მესამე პრეზიდენტის მკურნალობა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

“პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით. ამ საღამოს დარეგულირდა, მაგრამ ამის ასე გაგრძელება, მკურნალობა შეუძლებელია. არც შიმშილობას წყვიტავს,  მკურნალობა არ მიმდინარეობს. ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და  როგორ უნდა მოველოდოთ რაიმე კარგ შედეგს?! ყოველდღე იქნება უარესი და უარესი ასე თუ გაგრძელდა.”- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე

You may also like

Leave a Comment