“ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე 7 ნოემბრის საქმეზე, მან და მისმა უფლებადამცველებმა სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის აქციეს სასამართლოს სხდომა” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართა. პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას აქვს მტკიცებულებები, რომელზე პასუხების გაცემაც სააკაშვილმა არ ისურვა.
“ჩვენ მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილების ოჯახისათვის დანაშაულებრივად ქონების წართმევაზე, ყველა ეს შეკითხვა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან და ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი, მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა”. – ჯარჯი წიკლაურმა.