“აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოაქვეყნა, რომელიც 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს უნდა გაიმართოს.
“ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძნობს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დეკლარირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ.
საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან “გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის” (EOP) წევრები, რაც ამაღლებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან”. – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.