ოკუპირებუბული აფზახეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც გულრიფშის რაიონში მდებარეობს ეპიდაფეთქებაა. ამი შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველმა თავის საიტზე გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კორონავირუსის პირველი 5 შემთხვევა 13 ნოემბერს დადასტურდა, 29 ნოემბერს კი ინფიცირებულთა რაოდენობა 34 იყო, თუმცა პაციენტების საერთო რაოდენობაზე ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, გულრიფშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კარანტინი 28 ოქტომბერს გამოცხადდა, მას შემდეგ რაც კორონავირუსი 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ასიდა შაკრილის ცნობით, საავადმყოფოს პირველ სართულზე ინფიცირებულ პაციენტთათვის სპეციალური განყოფილება ფუნქციონირებს, თუმცა მათი მგომარეობა თუ დამძიმდება , სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
2020 წლის გაზაფხულიდან კორონავირუსით ინფიცირების 34 793 და გარდაცვალების 527 შემთხვევაა აფზახეთში დაფიქსირებული. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, 12 491 პირი რუსული ვაქცინებით „სპუტნიკ V“ და „სპუტნიკ ლაით“-ი არის აცრილი. ოკუპირებულ აფხაზეთში დაუზუსტებული მონაცემებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს.