173
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელმა 10.5% შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კლების ტენდეცია მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.