სამოქალაქო აქტივისტი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ თამლიანი “სისხლის სამართლის კოდექსით” გათვლისწინებული მუხლით დააკავეს. პოლიციამ ის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა.
როგორც ირკვევა, თამლიანი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობას გაწევას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.
დანაშაული ჯარიმით , შიდაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ისჯება.
ამ ეტაპზე უცნობია წინასწარი დაკავების რომელ იზოლატორშია თამლიანი დაკავების შემდეგ გადაყვანილი.
ცნობისთვის, გუშინ პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის გიგი უგალავაც.