ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, პირველი შეხვედრა გამართეს

by დიანა ჩირგაძე
0 comment

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ვიზიტის როლს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რასაც სამი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას ანიჭებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში უნდა აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

You may also like

Leave a Comment