“სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – ამ ლოზუნგით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.
“ეს არის საინფორმაციო აქცია, იმის გასაანალიზებლად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად, სუს-ის დახმარებით ქვეყანას”- აღნიშნა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.
“ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მსგავსმა სისტემებმა ვერასოდეს იარსებებოს ამ ქვეყანაში. არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე პროტესტით ვეცდებით მსგავსი სისტემები დავარღვიოთ და აღარ შეიქმნას”,-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა
აქტივისტებს თან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარწერებით: “სირცხვილია”, “ახლა დუმილი დანაშაულია”, “ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს” “ნუ გაი-სუს-ები”.
169