183
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ხმა მისცეს ნინო სანდოძის, თეა ძიმისტარაშვილის, გენადი მაკარიძისა და თამარ ოქროპირიძის უვადოდ დანიშვნას.
კენჭისყრის პროცესს მმართველი პარტიის გარდა ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტია: “მოქალაქეები” და “ევროპელი სოციალისტები”. ოთხივე კანდიდატს უნდობლობა გამოუცხადა მხოლოდ მოქალაქეების დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
შემდეგი ეტაპი არის პლენარული სესია, სადაც საბოლოოდ უნდა უყარონ კენჭი ოთხივე მოსამართლის უვადოდ გამწესებას უზენაეს სასამართლოში.